Accessibility links

სამი კაცი დაიღუპა ინგუშეთში კონტრტერორისტული ოპერაციის დროს


სამი სავარაუდო მეამბოხე დაიღუპა და ორი სპეცრაზმელი დაიჭრა ინგუშეთის სუნჟის რაიონში 23 აგვისტოს ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის დროს, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრების ლიკვიდაციას ისახავდა მიზნად.

ოპერაციის დროს დაიჭრა ფედერალური უშიშროების სამსახურის ორი თანამშრომელი. რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული ცენტრის ცნობით, ყველა მოკლული ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი. ისინი შეიარაღებული იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ასაფეთქებელი მოწყობილობით.

"კავკაზ.რეალიის" ცნობით, მანამდე ინგუშეთში აგვისტოში ორი ანტიტერორისტული ოპერაცია განხორციელდა.

7 აგვისტოს ნაზრანში პოლიციამ მოკლა ორი მეამბოხე.

18 აგვისტოს სოფელ გალაშკიში მომხდარი შეტაკების დროს დაიღუპა უკანონო ფორმირების ორი წევრი, დანარჩენმა სამმა ტყეში მიმალვა შეძლო. სავარაუდოდ, სწორედ ამ სამი მეამბოხის ლიკვიდაცია მოხდა 23 აგვისტოს სუნჟის რაიონში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG