Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ლიეტუვაში ციხანოუსკაიას შეხვდება


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, სტივენ ბიგუნი 24 აგვისტოს ლიეტუვაში შეხვდება ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატს, სვიატლანა ციხანოუსკაიას.

სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, მოლაპარაკების დროს განიხილავენ ბელარუსის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებს.

ამ საკითხზე, და ასევე ორმხრივ სამხედრო-დიპლომატიური თანამშრომლობის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ლიეტუვის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შეხვდება.

ვრცელდება ინფორმაცია სტივენ ბიგუნის მოსკოვში ჩასვლასთან დაკავშირებით, რაც დაადასტურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

სერგეი რიაბკოვმა, სააგენტო „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ მოსკოვში გამართული მოლაპარაკების ერთ-ერთი საგანი იქნება ბელარუსში შექმნილი ვითარება. უკრაინაში აშშ-ის საელჩოს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ესტუმრება კიევსაც.

სტივენ ბიგუნი უკრიანიდან გაემგზავრება ვენაში, სადაც შეხვდება ეუთოს წარმომადგენლებს და განიხილავს „რეგიონული უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG