Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა ავტომატით ხელში მივიდა დამოუკიდებლობის სასახლეში


ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომლის წინააღმდეგაც 23 აგვისტოს მინსკში მრავალათასიანი აქციები იმართება, დამოუკიდებლობის სასახლესთან ვერტმფენით ჩაიყვანეს.

ვიდეოზე ჩანს, რომ ვერტმფრენიდან გადმოსული ლუკაშენკა, ავტომატით ხელში და დაცვით გარშემორტყმული შენობისკენ მიემართება.

ვიდეო გაავრცელა ლუკაშენკასთან დაახლოებულმა ტელეგრამ-არხმა „პირველი პული“.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ინფორმაციით, დამოუკიდებლობის სასახლე, რომელიც პრეზიდენტის ერთ-ერთ სამუშაო ოფისად ითვლება, გარშემორტყმულია შინაგანი ჯარისა და მილიციის საგანგებო დანიშულების რაზმებით.

იქვეა მობილიზებული ავტოზაკები და სპეცტექნიკა, რომლითაც მილიცია წყლის ჭავლით შლიდა დემონსტანტებს 9-11 აგვისტოს, მინსკის ქუჩებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG