Accessibility links

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებული მე-18 პაციენტი გარდაიცვალა


საქართველოში მე-18 ადამიანი, 87 წლის ქალი გარდაიცვალა COVID-19-ის ინფექციისგან. ინფორმაცია სამთავრობო ვებსაიტზე StopCov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ქალი ქვემო ქართლის მკვიდრი იყო. ის 29 ივლისიდან მკურნალობდა მცხეთის კლინიკაში, სადაც რუსთავის ცხელების ცენტრიდან გადაიყვანეს დადასტურებული კოვიდინფექციით.

მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი ლიკა მუმლაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პაციენტს აღენიშნებიდა მრავლობითი დაავადებები - გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე.

ქვეყანაში სულ კორონავირუსის 1 421 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 1 137 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 7 005, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 255, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 41-ს შეადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG