Accessibility links

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ 15 და გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევაა


გუდაუთის საავადმყოფო

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაადასტურა.

25 აგვისტოს საღამოს მონაცემებით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის სულ 262 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელებულია 101. ინფიცირებულები მხოლოდ ერთ - გუდაუთის საავადმყოფოში იმყოფებიან.

COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა, მას შემდეგ, რაც 25 აგვისტოს, აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთი ლეტალური შედეგი დაადასტურა. მისი ინფორმაციით, 23 აგვისტოს გარდაიცვალა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ლაბრაში მცხოვრები 52 წლის მამაკაცი. ბოლო დღეებში ლაბრაში კორონავირუსის 5 შემთხვევა გამოავლინეს, რის გამოც დე ფაქტო მთავრობამ სოფელში 14 დღიანი კარანტინი გამოაცხადა.

ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა 1 აგვისტოს შემდეგ, როცა დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთთან ე.წ. საზღვარი გახსნა და რუსი ტურისტების მიღება დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG