Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევაა


გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 7 შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1436-მდე გაიზარდა.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-სა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ფეისბუკის გვერდზე 26 აგვისტოს დილით გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ჯერჯერობით უცვლელია გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი - 1150.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

26 აგვისტოს დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 6018 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 249.

25 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში, დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული აქვს კორონავირუსის სულ 262 შემთხვევა, მათგან 4 გარდაცვალების, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას - 89.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG