Accessibility links

logo-print logo-print

საქართველო ემზადება საერთაშორისო სამხედრო სწავლებისთვის "ღირსეული პარტნიორი"


ფოტო არქივიდან: "ღირსეული პარტნიორი 2018"-ის მონაწილე სამხედროები ვაზიანის ბაზაზე

სექტემბერში, საქართველოში მეხუთედ ჩატარდება საერთაშორისო სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ (Noble Partner 2020).

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7-18 სექტემბერს დაგეგმილ სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო.

მრავალეროვნული სწავლება ჩატარდება ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე.

საერთაშორისო სწავლება ოფიციალურად 7 სექტემბერს გაიხსნება, ხოლო მანამდე, 1 სექტემბერს, ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე განხორციელდება C-130 საფრენი აპარატებით აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 173-ე სადესანტო ბრიგადის მიერ გაერთიანებული ძალებით მხარდაჭერის ოპერაცია - ძალების დესანტირება.

წლევანდელი სწავლების მიზანია საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. სწავლების მთავარი გზავნილია: „ძალა პარტნიორობაშია“.

საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკის, საბრძოლო მანქანებისა და საარტილერიო სისტემების გარდა, სწავლებაში ჩართული იქნება ამერიკის შეერთებული შტატების საფრენი საშუალებები და ჯავშანტექნიკა.

მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით და სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG