Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალური მოძრაობა" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძეს აყენებს


"ნაციონალური მოძრაობა" ისანში მაჟორიტარობის კანდიდატად პარტიის წევრს ხატია დეკანოიძეს აყენებს. გადაწყვეტილების შესახებ პარტიის წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა.

"[ისანში] პოლიტიკური რეალობა შეიცვალა კანდიდატის გარშემო მას შემდეგ, რაც ის წარდგენილი იქნა როგორც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ახალმა პოლიტიკურმა რეალობამ ვაშაძის გარშემო შეცვალა მისი შანსები, რომ დაამარცხოს ივანიშვილის კანდიდატი ამ ოლქში", - თქვა სამადაშვილმა.

ის ფიქრობს, რომ ეს არ არის ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებული შეთანხმების დარღვევა.

ამ დრომდე "ოპოზიციურ ერთობას", სადაც გაერთიანებული იყვნენ როგორც "ძალა ერთობაშიას" წევრები, ისე "ევროპული საქართველო", "ლეიბორისტული პარტია", "დემოკრატიული მოძრაობა" და ა.შ. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს ასახელებდნენ ისნის მაჟორიტარული ოლქის კანდიდატად. რამდენიმე კვირის წინ ვაშაძის პარტიამ "ძალა ერთობაშია" დატოვა და საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატი დააყენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG