Accessibility links

„დამიდექით გვერდით“ - თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები აქციას აანონსებენ


გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები აქციას გამართავენ კვირას, 30 აგვისტოს, 2 საათზე, ორთაჭალაში, პროკურატურის შენობასთან.

„მოგიწოდებთ ყველას, საქართველოში და საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს, დედებს და მამებს, დამიდექით გვერდით. თქვენ იქიდან ვინც სახღვარგარეთ იმყოფებით, გამოხვიდეთ არსებული საელჩოების წინ და თანადგომა გამოგვიცხადოთ რათა მოცემულ პირობას დაჰყვეს საქართველოში არსებული მთავრობა აშშ-ში იქნეს გადაგზავნილი მოთხოვნა FBI-ის საგამოძიებო ჯგუფის ჩამოსაყვანად, რადგან ჩემი შვილის თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობა გამოძიებულ იქნას საფუძვლიანად“, - წერის თეონა თამაზაშვილი ფეისბუკზე.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით, საკუთარ მანქანაში, გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიება თვითმკვლელობაზე მიანიშნებს და აცხადებს, რომ ქალის პირად ავტომობილში აღმოჩენილი იყო წნევისა და გულის მედიკამენტების კვალი, გაუჩინარებამდე კი ინტერნეტში საძილე მედიკამენტებს ეძებდა. ოჯახს კატეგორიულად არ სჯერა სუიციდის ვერსიის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG