Accessibility links

უფრო მეტი მწყემსი ამბობს, რომ ადგილი, სადაც ბაჩალიაშვილი იპოვეს, არ გამოიყენება საძოვრად - ადვოკატი


გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ საქმეში გამოჩდა უფრო მეტი მწყემსი, რომლებიც "ერთი ტექსტით, ერთი შინაარსით, ერთნაირი გადმოცემით" ამბობენ, რომ ადგილი, სადაც 23 წლის ქალის ცხედარი იპოვეს, არ გამოიყენება საძოვრად.

"თუ იყო ორი, მამა-შვილი, ახლა მრავლდებიან. მათი ჩვენებებით, იქმნება ფონი, რომ მიზანმიმართულად ადასტურებენ, რომ ის ადგილი არ გამოიყენება როგორც საძოვარი", - ამბობს რამიშვილი და განაგრძობს: "ამ დროს, როდესაც მე იმ ადგილას ვიდეო კადრები გადავიღე, ზუსტად იმ საძოვრიდან დიდი რაოდენობის ნახირი გამოვიდა".

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. იგი 4-დღიანი სამძებრო ღონისძიებების შემდეგ, მწყემსმა იპოვა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით, საკუთარ მანქანაში, გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიება თვითმკვლელობაზე მიანიშნებს და აცხადებს, რომ ქალის პირად ავტომობილში აღმოჩენილი იყო წნევისა და გულის მედიკამენტების კვალი, გაუჩინარებამდე კი ინტერნეტში საძილე მედიკამენტებს ეძებდა. ოჯახს კატეგორიულად არ სჯერა სუიციდის ვერსიის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG