Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულია პოლიციელი, რომელიც მოზარდს საპატრულო მანქანით დაეჯახა


დაკავებულია პოლიციელი, რომელიც ლისის გზაზე მოზარდს საპატრულო პოლიციის ავტომანქანით დაეჯახა. მოზარდი კლინიკაში გარდაიცვალა.

როგორც გენერალურ პროკურატურაში უთხრეს რადიო თავისუფლებას, პოლიციელი დღეს დილით დააკავეს. სამართალდამცველისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა ლისის გზაზე: „საპატრულო პოლიციის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე, 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს შეეჯახა, რომელიც ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა“.

საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით - ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG