Accessibility links

ტოჩინოშინი სექტემბრის ბაშოს წინ რეიტინგში დაწინაურდა


სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ლევან გორგაძე ივლისის ბაშოზე მოპოვებულმა ხუთქულიანმა დადებითმა ბალანსმა (10:5) რეიტინგში საგრძნობლად დააწინაურა. ტოჩინოშინის ზედმეტსახელით ცნობილმა ქართველმა შვიდი საფეხურით მაღლა აიწია და მომავალ სუპერტურნირზე, სექტემბრის ბაშოზე, დოჰიოზე მეოთხე მაეგაშირას რანგში ავა.

იაპონიის სუმოს ასოციაციამ ივლისის ბაშოს შედეგები გუშინ შეაჯამა და განახლებული რეიტინგი (ბანძუკე) გამოაქვეყნა. ცხრილს სათავეში ორი მონღოლი იოკოძუნა უდგას: ჰაკუჰო და კაკურიუ.

შემოდგომის პირველ ბაშოს 13-27 სექტემბერს ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანი“ უმასპინძლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG