Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერძო საბავშვო ბაღების წარმომადგენლები მუშაობის უფრო ადრე განახლებას მოითხოვენ


ბათუმში, ერას მოედანზე აქცია გამართეს კერძო საბავშვო ბაღების პედაგოგებმა და აღსაზრდელების მშობლებმა. მათ მოითხოვეს, რომ სკოლამდელ დაწესებულებებს მუშაობის განახლების უფლება 1 ოქტომბრამდე მისცენ.

კერძო საბავშვო ბაღების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ნორმები უკვე დაცული აქვთ და შესამოწმებლად მზად არიან, ბაღების გახსნის 1 ოქტომბრამდე გადადებით კი, კიდევ უფრო ზარალდებიან.

„მშობლებისგანაც გვაქვს მოთხოვნა. მათი დიდი ნაწილი გავიდა სამსახურებში და არ ჰყავთ დამტოვებლები. ჩვენ ვკარგავთ კადრებს, რომლებიც სხვა სამსახურს ეძებენ. შეგვექმნა უამრავი ფინანსური პრობლემა, მათ შორის იჯარის გადასახადის“, - თქვა აქციის მონაწილემ, ბათუმის საბავშვო ბაღის, „ვალდორფის“ მთავარმა აღმზრდელმა თამთა კომახიძემ.

კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 სექტემბრიდან საქართველოს საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. მარტის შემდეგ სწავლება დისტანციურად მიმდინარეობდა.

საბჭოს გადაწყვეტილებითვე, სასწავლო დაწესებულებების ეტაპობრივად გახსნის საჭიროების გამო, საბავშვო ბაგა-ბაღები მუშაობას 1 ოქტომბრიდან განაახლებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG