Accessibility links

ბაჩალიაშვილის ოჯახი სახალხო დამცველს შეხვდა


23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები და ადვოკატი სახალხო დამცველს შეხვდნენ. მათ ომბუდსმენს საქმეში არსებულ გარემოებებთან დაკავშირებით საკუთარი ეჭვები გააცნეს.

"ჩვენ მივიღეთ ძალიან დამაიმედებელი პასუხი. მან მოგვცა პირობა, რომ კანონის თანახმად ყველაფერი იქნება გამოყენებული, რეკომენდაციები, ის პირადად შეხვდება გენერალურ პროკურორს", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.

გუშინ, 31 აგვისტოს, საქართველოს პროკურატურამ გამოთქვა მზაობა და შესთავაზა სახალხო დამცველს გამოძიების მასალებზე წვდომა. პროკურატურის ამ განცხადებას წინ უსწრებდა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას კომენტარი. ის აღნიშნავდა, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახის უკმაყოფილების მიუხედავად, საქმესთან დაკავშირებით შეფასებებისგან თავს იკავებდა, რადგან მასალებს არ იცნობდა.

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის პოვნიდან 45 დღეზე მეტი გავიდა. ოჯახი საქართველოში ყველა საგამოძიებო ორგანოს უნდობლობას უცხადებს და მიაჩნია, რომ 23 წლის გოგოს თავი არ მოუკლავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG