საქართველოში 38-ით გაიზარდა კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. 2 სექტემბრის დილის მონაცემებით, სულ ინფიცირებულია 1548 ადამიანი.
კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის 38-ით გაზრდა ერთი დღის განმავლობაში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. აქამდე რეკორდად ითვლებოდა 17 აპრილის მონაცემები, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობამ დღე-ღამის განმავლობაში 34 შეადგინა.
ოფიციალურ საიტ STOPCOV.GE-ზე განახლებული მონაცემების თანახმად, გასული 24 საათის განმავლობაში 17-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, რომელიც ამ დროისათვის შეადგენს 1270 ადამიანს. გარდაცვლილია 19 ინფიცირებული.
STOPCOV.GE-ის მიხედვით, კარანტინის რეჟიმში ამ დროისათვის 6059 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი - 239. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
დაწერეთ კომენტარი