Accessibility links

გიორგი გახარია: ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ ბოლო დღე-ღამეში ბათუმში გამოვლენილი კორონავირუსის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, ბათუმი არ ჩაიკეტება.

"დღეს ბათუმში კონცენტრირებულია საკმაოდ მაღალი რაოდენობა ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც ისვენებენ და აქ ყურადღებაა გასამახვილებელი, გასაძლიერებელია ტესტირება ბულვარში და სხვადასხვა წერტილებში", - თქვა გიორგი გახარიამ.

ამ საკითხზე ისაუბრა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემაც.

"გვაქვს მიკროაფეთქება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანა ამას მოუვლის და ჩავაქრობთ. მთავარია, ინფექციის გატანის პრევენცია მოვახდინოთ", - თქვა მან.

ბოლო 24 საათში ბათუმში კორონავირუსი 26 პირს დაუდასტურდა, მათგან 22 საკონდიტრო "დონას" კლასტერია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG