Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სვიატლანა ციხანოუსკაია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტში სიტყვით გამოვა


ბელარუსის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი, სვიატლანა ციხანოუსკაია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პოლიტიკურ საქმეთა და დემოკრატიის კომიტეტში სიტყვით გამოვა.

ვიდეოკონფერენცია, რომელიც 8 სექტემბერს გაიმართება, ეძღვნება ვითარებას ბელარუსში, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულია ბელარუსის ეროვნული ასამბლეის წარმომადგენელიც.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვლენ კომიტეტის თავმჯდომარე და მისი წევრი, ორივე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები. საუბრის თემა ბელარუსში მიმდინარე პროცესი და საარჩევნო სისტემის რეფორმირება იქნება.

PACE-ს პრეზიდენტი რიკ დამსი, რომელიც გამოვიდა მოწოდებით ბელარუსში პოლიტიკური პროცესისკენ, რომელშიც ყველა მხარე უნდა იყოს ჩართული, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მშვიდობიანი და დემოკრატიული გარდაქმნა, ასევე მიიღებს შეხვედრაში მონაწილეობას.

ბელარუსმა განაცხადი შეიტანა ევროპის საბჭოში გაერთიანების მიზნით 1993 წელს, მაგრამ პარლამენტის სპეციალური სტუმრის სტატუსი, რაც წევრობისკენ პირველი ნაბიჯია, გაუუქმეს 1997 წელს.

თუმცა მას მერე ასამბლეას მუდმივი დიალოგი აქვს ბელარუსის ხელისუფლებასთან, პარლამენტარებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ხანგამოშვებით იწვევენ ბელარუსის ეროვნული ასამბლეის წევრებს, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, თავისი კომიტეტების შეხვედრებზე დასასწრებად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG