Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისის" სტუმარს კორონავირუსი დაუდგინდა


ჩაქვში, სასტურო "ოაზისის" სტუმარს, რომლის ანალიზის შედეგებსაც ელოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ TV პირველის ეთერიდან გააჟღერა.

გამყრელიძის თქმით, ამ სასტუმროში ჩატარდება გამოკვლევები, ახლო კონტაქტებს კი გადაიყვანენ კარანტინში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროში 900-მდე დამსვენებელია. სასტუმროს ადმინისტრაციაში რადიო თავისუფლების ზარებს არ უპასუხეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG