Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია აცხადებს, რომ ნავალნის სისხლში "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნივთიერება ნახეს


გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სისხლში აღმოაჩინეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ნივთიერება.

შტეფენ ზაიბერტმა, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პრესმდივანმა, 2 სექტემბერს განაცხადა, რომ გერმანიის საგანგებო სამხედრო ლაბორატორიის დასკვნით, ეს არის „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ნივთიერება.

საგანგებო ბრიფინგზე, სადაც საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა დააადასტურეს, რომ ნავალნის სისხლში მომწამვლელი ნივითიერება აღმოჩნდა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ გერმანია მკაცრად გმობს ნავალნიზე თავდასხმას და მოითხოვს რუსეთის მთავრობისგან საქმის გამოძიებას.

ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა თვითმფრინავში, როცა ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა 20 აგვისტოს. თვითმფრინავმა საავარიო დაჯდომა განახორციელა ომსკში, სადაც პოლიტიკოსი საავადმყოფოში მოათავსეს. მოგვიანებით ის ბერლინში იქნა გადაყვანილი.

44 წლის ნავალნი ბერლინის შარიტეს საავადმყოფოში იმყოფება ხელოვნულ კომაში.

"ნოვიჩოკი" საბჭოთა კავშირში შეიქმნა და მისი კვლევა გაგრძელდა რუსეთში. მისი, როგორც საბრძოლო დანიშნულების ნერვული მოქმედების ნივთიერების გამოყენება, აკრძალულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG