Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ჯონსონი: აღმაშფოთებელია, რომ ნავალნის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა აღმაშფოთებელი უწოდა რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის „ნოვიჩოკით“ მოწამვლის ფაქტს. სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ იგი წერს, რომ სამართლიანობის აღსასრულებლად საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმუშავებენ.

„აღმაშფოთებელია, რომ ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს. "ნოვიჩოკის" მომაკვდინებელი შედეგები პირველად გაერთიანებულ სამეფოში ვნახეთ. რუსეთის მთავრობამ ახლა უნდა განმარტოს, რა დაემართა ბატონ ნავალნის. ჩვენ ვიმუშავებთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა სამართლიანობა აღსრულდეს.

გერმანიის მთავრობამ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სისხლში აღმოაჩინეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ნივთიერება.

შტეფენ ზაიბერტმა, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პრესმდივანმა, 2 სექტემბერს განაცხადა, რომ გერმანიის საგანგებო სამხედრო ლაბორატორიის დასკვნით, ეს არის „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ნივთიერება.

ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა თვითმფრინავში, როცა ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა 20 აგვისტოს. თვითმფრინავმა საავარიო დაჯდომა განახორციელა ომსკში, სადაც პოლიტიკოსი საავადმყოფოში მოათავსეს. მოგვიანებით ის ბერლინში იქნა გადაყვანილი.

44 წლის ნავალნი ბერლინის შარიტეს საავადმყოფოში იმყოფება ხელოვნულ კომაში.

"ნოვიჩოკი" საბჭოთა კავშირში შეიქმნა და მისი კვლევა გაგრძელდა რუსეთში. მისი, როგორც საბრძოლო დანიშნულების ნერვული მოქმედების ნივთიერების გამოყენება, აკრძალულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG