Accessibility links

„ველტის“ ცნობით, ევროკავშირი არ აპირებს სანქციების დაწესებას ლუკაშენკასთვის


ევროკავშირი არ აპირებს სანქციების შემოღებას ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას მიმართ.

ამის შესახებ იუწყება გერმანული „ველტი“, რომლის თანახმად, ლუკაშენკას სანქცირებულთა სიაში არშეყვანის ინიციატორები არიან გერმანია, იტალია და საფრანგეთი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ „ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დარჩეს ღია ლუკაშენკასთან დამაკავშირებელი არხები“, რასაც სანქციები გაართულებდა.

მანამდე ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აგვისტოს ბოლოს ბერლინში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს შეთანხმებას, სანქციები დაუწესონ 20-მდე მაღალი რანგის ბელარუს ოფიციალურ პირს, ეჭვმიტანილს არჩევნების გაყალბებასა და 9 აგვისტოს სადავო არჩევნების შემდგომი საპროტესტო გამოსვლების სასტიკ ჩახშობაში.

ამ სიაში მაშინ არ მოხვდა პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა, მაგრამ ითქვა, რომ ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი ამ სიაში მოხვდება, თუ არ შეწყვეტს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევას და რეპრესიებს.

მაგრამ ლუკაშენკას რეჟიმი არ აპირებს უკან დახევას და დასავლეთს ადანაშაულებს ქვეყნაში „უკრაინული სცენარით ფერადი რევოლუციის მოწყობის მცდელობაში.

9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ, ბელარუსის ხელისუფლება აგრძელებს რეპრესიებს პოლიტიკური ოპონენტებისა და იმ უბრალო მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც არ ცნობენ საპრეზიდენტო არჩევნებს შედეგებს და მხარს უჭერენ ახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას.

1 სექტემბერს მილიციამ ბელარუსში დააკავა 120 კაცი, მათ შორის, 6 ჟურნალისტი, რომლებიც მინსკში სტუდენტთა მშვიდობიან აქციას აშუქებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG