Accessibility links

საქართველოში COVID-19-ის 25 ახალი შემთხვევა აღირიცხა


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში COVID-19-ის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა; ქვეყნის მასშტაბით სულ 1621 ინფიცირებულია აღრიცხული; ხოლო ამჟამად სტაციონარებში მკურნალობს 292 პაციენტი.

საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებსაიტზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით კი, ამ ეტაპისთვის კლინიკებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 299 პაციენტი იმყოფება.

ამავე წყაროს ცნობით, ამჟამად კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020 პირი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ქვეყანაში COVID-19-ის შედეგად 19 ადამიანი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG