Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში COVID-19-ის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში COVID-19-ის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 1310-ს შეადგენს.

ქვეყნის მასშტაბით სულ 1650 ინფიცირებულია აღრიცხული; ხოლო ამჟამად სტაციონარებში მკურნალობს 299 პაციენტი.

საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებსაიტზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ამჟამად კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020 პირი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ქვეყანაში COVID-19-ის შედეგად 19 ადამიანი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG