Accessibility links

logo-print logo-print

„უმჯობესია, დაწესებულებამ ფუნქციონირება შეწყვიტოს“ - ჯანდაცვის სამინისტრო აჭარის ტელევიზიაზე


ბათუმში მყოფმა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტების შეკითხვაზე, იყო თუ არა რეკომენდაცია, აჭარის ტელევიზიას მაუწყებლობა შეეწყვიტა მას შემდეგ, რაც მაუწყებლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა, უპასუხა, რომ ეპიდემიოლოგიური რისკების ბალანსისთვის უმჯობესია, ნებისმიერმა დაწესებულებამ გარკვეული პერიოდი შეწყვიტოს ფუნქციონირება.

„როდესაც ასეთი შემთხვევა ხდება და როდესაც ტელევიზიაზე ვსაუბრობთ, იქ კი კონტაქტების ალბათობა და აქტივობა ძალიან მაღალია, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უკეთესია და რეკომენდირებულია, რომ ასეთი გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული ხელმძღვანელობის მიერ. მე ვფიქრობ, უსაფრთხოდ მოხდება ამ შემთხვევის დასრულებაც. ისე, რომ არ მოჰყვეს მას შემდგომი ეპიდემიოლოგიური გართულებები“, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, ამ დროისთვის აჭარის ტელევიზიაში ეპიდკვლევა მიმდინარეობს და საჭიროა დრო სიტუაციის შესაფასებლად, რათა ტელევიზიამ შეძლოს მუშაობის გაგრძელება.

რეგიონული საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, აჭარის ტელევიზიამ და რადიომ COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევის გამო, უსაფრთხოების მიზნით, მუშაობა შეაჩერა 5 სექტემბერს. მანამდე მისი ეთერით საქართველოს პირველი არხის პროგრამა გადაიცემა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG