Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, ჩაკეტვები არ დაიწყება


„ჩვენი მთავარი სლოგანია - ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად. კორონავირუსული ინფექცია არ გაქრება არც ერთ თვეში და არც ხუთ თვეში“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ „თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა, არავითარ ჩაკეტვებზე და ღონისძიებების გამკაცრებებზე საუბარი არ იქნება, მხედველობაში მაქვს საგანგებო მდგომარეობა“.

ამირან გამყრელიძის თქმით, გაფართოებული ტესტირების მეშვეობით შესაძლებელია ინფიცირებული ადამიანების დროზე გამოვლენა და მათი იზოლაცია. მან არ გამორიცხა, რომ გამკაცრდეს „მიკროღონისძიებები“, როგორც ეს მოხდა მესტიაში, ყარაჯალაში, ბოლნისში და სხვაგან, „მაგრამ არა ისეთი მასშტაბით, რომ ჩვენ ბათუმის ან აჭარის ჩაკეტვაზე ვილაპარაკოთ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG