Accessibility links

აჭარის ტელევიზია მაუწყებლობას ხვალიდან განაახლებს


აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, გიორგი კოხრეიძის განცხადებით, სატელევიზიო მაუწყებლობა ხვალიდან განახლდება.

"აჭარის ტელევიზია ხვალ აღადგენს მაუწყებლობას. თანამშრომლები დაემორჩილებიან იმ ინსტრუქტაჟს, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოგვცა. თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი თანამშრომლები 12 დღის შემდეგ ხელახლა გაიტესტებიან და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილს", - განაცხადა გიორგი კოხრეიძემ.

აჭარის ტელევიზიის და რადიოს 149 თანამშრომლის კორონავირუსზე აღებული ტესტების ყველა პასუხი უარყოფითია.

მაუწყებლის თანამშრომელთა გამოკვლევა 4 სექტემბერს დაიწყო, როცა COVID-19 დაუდასტურდა მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს.

უსაფრთხოების მიზნით, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მუშაობა შეაჩერა 5 სექტემბერს. მისი ეთერით დროებით საქართველოს პირველი არხის პროგრამა გადაიცემა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG