Accessibility links

ლიუტუვამ ევროკავშირს მოუწოდა, "ხელშესახები" დახმარება გაუწიოს ბელარუსის ოპოზიციას


ლინას ლინკიავიჩუსი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკიავიჩუსმა ევროკავშირის მთავრობებს მოუწოდა, „მნიშვნელოვანი და ხელშესახები დახმარება“ აღმოუჩინონ ბელარუსის დემოკრატიულ მოძრაობას, ასევე უფრო აქტიურად დაუპირისპირდნენ მოსკოვის გავლენას მინსკში - კერძოდ, ახალი სანქციების შემოღებით. ლინკიავიჩუსის აზრით, ბელარუსში მიმდინარე მოვლენებთან მიმართებით უმოქმედობა ძირს უთხრის ევროკავშირის ავტორიტეტს.

„ბელარუსის ხალხმა თავი მიტოვებულად არ უნდა იგრძნოს. ჩვენ მათ უნდა მივცეთ პერსპექტივა, იყვნენ დემოკრატიულ სახელმწიფოთა შორის“, განაცხადა ლიეტუვის საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, სანქციები შემოიღონ ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების ფალსიფიცირებისა და საპროტესტო აქციების სასტიკი დარბევისთვის პასუხისმგებელთა წინააღმდეგ. მაგრამ სანქციების სია ჯერ არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული. ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ საკუთარი ინიციატივით შემოიღეს სანქციები ბელარუსის სამი ათეული ოფიციალური პირის, მათ შორის, პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ.

ლიეტუვა ევროპის იმ ქვეყნებს შორისაა, რომელთაც ლუკაშენკა ბელარუსის შინაურ საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG