Accessibility links

კორონავირუსით ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა


ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი დაუდასტურდა 74 წლის ქალს, რომელიც სოხუმის საავადმყოფოდან გუდაუთის საავადმყოფოში ტრანსპორტირების დროს გარდაიცვალა.

"ეხო კავკაზას" ცნობით, პაციენტი სოხუმის საქალაქო საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს. ავადმყოფის კლინიკური სურათის მიხედვით გაჩნდა ეჭვი, რომ იგი კორონავირუსით იყო ინფიცირებული, რის შემდეგაც მისი გუდაუთის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. გზაში პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და იგი გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სოხუმის საავადმყოფოში აღებულმა ტესტმა მისი კორონავირუსით ინფიცირება დაადასტურა.

ამ დროისათვის გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევით 45 პაციენტი მკურნალობს, მათგან 7-ის მდგომარეობა შეფასებულია, როგორც მძიმე.

ოკუპირებულ აფხაზეთში სულ კორონავირუსი 516 ადამიანს აქვს დადასტურებული. მათგან გამოჯანმრთელებულია 157, გარდაცვლილია-5.

აფხაზეთს თვითაღიარებული რესპუბლიკის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული შტაბის თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ტესტირება ჩაუტარდა 110 მოქალაქეს. მათგან კორონავირუსი 14-ს დაუდასტურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG