Accessibility links

კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევიდან  6 საკონდიტრო „დონას“ კლასტერიდანაა


გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ბათუმის საკონდიტრო „დონას“ კლასტერიდან 6 შემთხვევაა, - ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს მიაწოდა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ამ 34 შემთხვევიდან დანარჩენი 15 პაციენტის წყარო დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 8 პაციენტს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ერთი სამედიცინო პერსონალია, 2 შემოტანილი შემთხვევაა, დანარჩენი 2 კი წყარო უცნობია და გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის მიზნით.

მარინა ეზუგბაის თქმით, ამ დროისათვის საქართველოს მასშტაბით კოვიდცენტრებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევით სულ 342 პაციენტი მკურნალობს, მათგან 3 კრიტიკულად მძიმე ავადმყოფია, 16 -ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 34-ით გაიზარდა კორონავრუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა და სულ 1684 შეადგინა.

5-ითაა გაზრდილი გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და მათი რიცხვია 1315. გარდაცვლილია 19 ადამიანი.

ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020 მოქალაქე, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ-299. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG