Accessibility links

ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყება


საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ბათუმსა და ქობულეთში სწავლა პირველი ორი კვირის განმავლობაში დისტანციურ რეჟიმში დაიწყება და მხოლოდ 1 ოქტომბრიდან მიეცემათ მოსწავლეებს და სტუდენტებს შენობაში სასწავლო პროცესში ჩართვის შესაძლებლობა.

პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტილებას ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციით ხსნის და ამბობს, რომ მთავრობის ძირითადი მიზანი სიტუაციის ეფექტურად მართვაა.

„იქიდან გამომდინარე, რომ ყველანი ვხვდებით, რომ ბათუმში ბოლო თვეების განმავლობაში, შიდა ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, მობილობა იყო ძალიან მაღალი, შესაბამისად, ინფიცირების ზრდას ჩვენ მოველოდით და ამისთვის როგორც ბათუმში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ყველაფერი მზად არის. მთავარია, რომ ეპიდემიის და ვირუსის მართვის პროცესი სრულად ექვემდებარება კონტროლს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სასწავლო წელი მობილობის კიდევ უფრო გაზრდას გამოიწვევს, ჩვენ დღეს გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღეთ“, - განაცხადა გორგი გახარიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG