გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 44-ით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა და 1773 შეადგინა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ აისახა ოფიციალურ საიტზე STOPCOV.GE.
განახლებული მონაცემებით 4-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა. ამ დროისათვის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 1325 ინფიცირებული, გარდაცვლილია 19.
9 სექტემბრის დილის მონაცემებით კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882 მოქალაქე, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ კი 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.