Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 7 საკონდიტრო „დონასთანაა“ დაკავშირებული


გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 7 საკონდიტრო "დონასთანაა" დაკავშირებული, 12 კი ქალაქ ბათუმთან, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ. რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევებს, მისი განმარტებით 12 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტებია, 2 პირს ეპიდკერაში მოგზაურობის ისტორია აქვს, 5 შემოტანილი შემთხვევაა, 3 სამედიცინო პერსონალია და 3 შემთხვევაზე გრძელდება კონტაქტების მოკვლევა წყაროს დადგენის მიზნით.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისათვის საქართველოს კოვიდცენტრებში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით სულ 421 პაციენტი მკურნალობს, მათგან 3 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, 17 მძიმე, ხოლო დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქი სიმძიმისაა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 44-ით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა და 1773 შეადგინა. განახლებული მონაცემებით 4-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა. ამ დროისათვის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 1325 ინფიცირებული, გარდაცვლილია 19.

XS
SM
MD
LG