Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეზუგბაია კორონავირუსის შემთხვევების მატებაზე: 30,40, 50 შემთხვევას ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდება


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ამ ეტაპზე არსებული მონაცემები არ წარმოადგენს იმის საშიშროებას, რომ ჯანდაცვის სისტემა მას ვერ გაუმკლავდება. მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ მთავარია შემთხვევების რაოდენობამ ასეულები არ შეადგინოს:

„სამი ათეული, ოთხი ათეული და ხუთი ათეულიც არის ის მონაცემები, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდება, არ დასჭირდება სერიოზული გარდაქმნები. უბრალოდ მიდის საუბარი იმაზე, რომ არსებული მატების გამო, რეგულაციები უნდა შესრულდეს და თუ არ სრულდება, მის კონტროლსა და აღსრულებაზე უნდა იყოს სიმკაცრე გამოვლენილი“, - უთხრა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 44-ით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. წინა დღეს, 8 სექტემბერს ერთგვარი ანტირეკორდიც დაფიქსირდა, როდესაც შემთხვევების რაოდენობამ 24 საათის განმავლობაში 45 დადასტურებული შემთხვევა შეადგინა.

9 სექტემბრის დილის მონაცემებით, სულ საქართველოში აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 1773 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1325 ინფიცირებული, გარდაცვლილია 19.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG