Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღია ცის ქვეშ 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით კულტურულ-სპორტული ღონისძიებები იკრძალება


ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით ხვალიდან იკრძალება 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობა კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში ღია ცის ქვეშაც. საკოორდინაციო საბჭოს ამ გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, სხდომის შემდგომ ბრიფინგზე.

„იგულისხმება ასეთი ღონისძიებების ჩატარება ღია ცის ქვეშ, იმიტომ რომ დახურულ სივრცეში, როგორც მოგეხენებათ, ასეთი შეზღუდვები არსებობდა, ანუ ხვალიდან 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები აიკრძალება“, - განაცხადა მან.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 44-ით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა და 1773 შეადგინა. განახლებული მონაცემებით, 4-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა. ამ დროისათვის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 1325 ინფიცირებული, გარდაცვლილია 19.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG