Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ


საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს, ტვ პირველის ჟურნალისტს, ვიკა ბუკიას ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ.

გოგიჩაიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი ინფიცირების წყარო ცნობილი არაა და მეუღლესთან ერთად საავადმყოფოში გადადის.

ინგა გრიგოლია, ტვ პირველის დირექტორი ფეისბუკზე წერს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს დაუკავშირდნენ და მისი დირექტორისგან, ამირან გამყრელიძისგან რეკომენდაციებს ელოდებიან.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 44-ით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. წინა დღეს, 8 სექტემბერს ერთგვარი ანტირეკორდიც დაფიქსირდა, როდესაც შემთხვევების რაოდენობამ 24 საათის განმავლობაში 45 დადასტურებული შემთხვევა შეადგინა.

9 სექტემბრის დილის მონაცემებით, სულ საქართველოში აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 1773 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1325 ინფიცირებული, გარდაცვლილია 19.

XS
SM
MD
LG