Accessibility links

site logo site logo

ენგურჰესის“ 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა


ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში „ენგურჰესის“ 4 თანამშრომელს კორონავირუსი გამოუსვლინდა. ინფიცირებულები და მათთან კონტაქტში მყოფი პირები უკვე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

„ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ 10 ადამიანის ტესტის პასუხი უარყოფითია. უნდა აღინიშნოს, რომ ინფიცირებული თანამშრომლები ონლაინ რეჟიმში მუშაობდნენ და მათ „ენგურჰესის“ სხვა თანამშრომლებთან განსაკუთრებული შეხება არ ჰქონიათ. ამ ფაქტის მიუხედავად, „ენგურჰესის,“ როგორც სტრატეგიული ობიექტის ფუნქციონირებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება - ტექნიკური პერსონალი ცვლების მიხედვით არის განაწილებული და ობიექტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს“, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას შპს „ენგურჰესის“ პრესსამსახურში.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამჟამად, რუხის კლინიკაში მკურნალობს 24 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადის. აქედან სამეგრელოდან ხუთია, დანარჩენები კი სხვადასხვა რეგიონებიდან შეყვანილი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 57-ით გაიზარდა და 1830 შეადგინა.

თებერვლიდან მოყოლებული, ეს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების დღიური რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე მაქსიმალურ მაჩვენებლად ითვლებოდა 8 სექტემბრის მონაცემები, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა 24 საათის განმავლობაში 45-ით გაიზარდა.

გასული 24 საათის განმავლობაში 9-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა.

ამ დროისათვის საქართველოში გამოჯანმრთელებულია 1334 ადამიანი, გარდაცვლილია 19.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG