Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემია "საბას" ფინალისტები ცნობილია


ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ლიტერატურული პრემია "საბას" 2020 წლის ფინალისტების სია, რომელიც ასე გამოიყურება.

ნომინაცია წლის საუკეთესო რომანი:

"ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ახალი დასახვრეტებისა" - ბესო სოლამონაშვილი (სულაკაურის გამომცემლობა);

"ზინკა ადამიანი" - ანა კორძაია-სამადაშვილი (სულაკაურის გამომცემლობა);

"აუდიტორია" - ლაშა ბუღაძე (სულაკაურის გამომცემლობა);

"ფარშევანგი" - აკა მორჩილაძე (სულაკაურის გამომცემლობა);

"ქრონიკული დაღლილობის სურნელი" - ალეკო შუღლაძე (პალიტრა L).

წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

"გასეირნება დროთა სივრცეში" - მამუკა დოლიძე (ინტელექტი);

"გაქცევის ტყვეობა" - ვახტანგ კომახიძე (საარი);

"გიდი" - ლექსო პაიკაძე (ბენდესი);

"არაფერი დედაჩემის შესახებ" - ეკა ქევანიშვილი (წიგნები ბათუმში).

ნომინაცია წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

"დედაჩემმა მითხრა რომ" - კატო ჯავახიშვილი (ინტელექტი);

"21-ე საუკუნის დასაწყისის პოეტი" - შოთა იათაშვილი (ინტელექტი);

"დიდი სმა" - ბესიკ ხარანაული (ინტელექტი);

"სიყვარულის შავი ყუთი 3" - ტარიელ ჭანტურია (კალმოსანი);

"სადგურებს შორის" - ნატო ინგოროყვა (ინტელექტი).

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:

"თუ საჭიროა გათქმევინებთ" - შორენა ლებანიძე (არტანუჯი);

"შიშო გამოდი გარეთ" - ნათია ფანჯიკიძე (არტანუჯი);

"სხვა ენა" - გიორგი მაისურაძე (ინდიგო);

"ზამთარი გადატანილია" - გურამ წიბახაშვილი (ინდიგო);

"ნაგერალა 80" - გელა ჩარკვიანი (ინტელექტი);

"ვინილომაგია - ვინილომანია" - თემურ ტონია (პალიტრა L);

"გაუზავებლად" - კახა თოლორდავა (სულაკაურის გამომცემლობა);

"სოციალური სიცილი" - სალომე აფხაზიშვილი (სულაკაურის გამომცემლობა).

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:

"მშვიდობით ძია გერშვინ" - მაია ცირამუა (წიგნები ბათუმში);

4,3,2,1 - პოლ ოსტერი, მთარგმნელი ელისო ფანცხავა (წიგნები ბათუმში);

"მეხამრიდი" - მართა ურუშაძე (ინტელექტი);

"წერტილის შემდეგ" - ნინი ელიაშვილი (ინტელექტი);

"გასტონის კრეპერია" - მაკა ცხვედიანი (ინტელექტი);

"ფეხბურთის მოთამაშე" - არჩილ ფირიაშვილი (პალიტრა L).

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:

"რილკეს ელეგიები" - გურამ ლებანიძე (კავკასიური სახლი);

"პოეტიკური ჩანაწერები" - რამაზ ჭილაია (პალიტრა L);

"ქართულ ოლიმპზე და მის ირგვლივ" - ზაზა აბზიანიძე (ინტელექტი).

წლის საუკეთესო პიესა:

"დიდი შესვენება" - დავით ფირცხალავა (სამეფო უბნის თეატრი);

"მარინა რევია" - ალექს ჩიღვინაძე (სამეფო უბნის თეატრი);

"მეორე ნახევარი" - მაკა კუკულავა (სამეფო უბნის თეატრი).

პრემია "საბა" მეთვრამეტედ ჩატარდება. წელს ამ ჯილდოზე 250-მდე წიგნი იყო წარდგენილი. გამარჯვებულები კი ცხრა ნომინაციაში გამოვლინდებიან.

სამ კვირაში ცნობილი გახდება თარგმანის ფინალისტების სია. ხოლო მეცხრე, ბოლო ნომინაციის გამარჯვებული - ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - დაჯილდოების ცერემონიალზე დასახელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG