Accessibility links

საქართველოში COVID-19-ის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


საქართველოში კოვიდ-19-ის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 2075 გახდა. ეს ამ დრომდე ერთ დღეში გამოვლენილი ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაცია ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში დღემდე 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 41 საქართველოს მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG