Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის 41 რეგიონში ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს


13 სექტემბერს რუსეთის 41 რეგიონში ტარდება ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების და მუნიციპალიტეტების დეპუტატების არჩევნები, რომელიც მმართველი „ედინაია როსიასთვის“ სერიოზულ გამოცდას წარმოადგენს ხელისუფლების პოპულარობის მკვეთრი ვარდნის ფონზე.

მომავალ წელს რუსეთის მმართველ პარტიას წინ ელოდება უფრო რთული გამოცდა - საერთო-ეროვნული არჩევნების სახით.

კორონავირუსის გამო რუსეთში წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები 3 დღის განმავლობაში, 11-13 სექტემბერს ტარდება. პირველი ორი დღე ითვლება დამატებით, ხოლო 13 სექტემბერი - კენჭისყრის ძირითად დღედ.

მიმდინარე არჩევნებში მონაწილეობს საარჩევნო ხმის უფლების მქონე 35 მილიონი მოქალაქე.

ხმის მიცემის პროცესისათვის თვალის სადევნებლად რუსეთის ხელისუფლებას არ მოუწვევია ეუთოს სადამკვირვებლო მისია.

არჩევნების მსვლელობას მხოლოდ ადგილობრივი დამკვირვებლები აკვირდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG