Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს", 59%-მა არ იცის, ვის მისცეს ხმა - NDI-ის კვლევა


საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 59-მა პროცენტმა არ იცის, ვის მისცემს ხმას. ასეთია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგები, რომელიც სატელეფონო გამოკითხვით ჩატარდა.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 36 პროცენტს აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას. აქვე აღნიშნულია, გამოკითხულთა 88 პროცენტი არჩევნებზე წასვლას აპირებს.

არჩევნებსა და მოქალაქეთა პრიორიტეტებს შესახებ კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-იმ ჩაატარა. ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევა წარმომადგენლობითია და 6 - 11 აგვისტოს შუალედში ჩატარდა. 2 045 ადამიანი წარმომადგენლობითი, მარტივი შერჩევით შეირჩა, ცდომილება კი 1-3%-ია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG