Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაბანში COVID-19 ექვს ადამიანს დაუდასტურდა


როგორც რადიო თავისუფლებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, არც ერთი დაავადებულის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, თუმცა დადგენილია მათი კონტაქტები.

კარანტინში გადაყვანილია 3 ადამიანი, 19 კი თვითიზოლაციაში იმყოფება. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციიდან ასევე გვაცნობეს, რომ აღებულია, დაახლოებით, 100 ადამიანის საკვლევი მასალა, ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხებს 14 სექტემბრის დღის მეორე ნახევარში ან ხვალ დილით ელოდებიან.

დღეს დილით, 165 ახალი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 2392-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1369. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი მხოლოდ ერთით გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG