Accessibility links

ამირან გამყრელიძე: სეროპრევალენტობის კვლევამ მხოლოდ ერთი დადებითი შედეგი აჩვენა


ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თანახმად, გუშინ, 13 სექტემბერს, გვიან ღამით დამთავრდა ეგრეთ წოდებული სეროპრევალენტობის კვლევა 4 მუნიციპალიტეტში, რომელშიც 17-დან 25 აგვისტოს პერიოდში სულ 1222-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ამირან გამყრელიძის თანახმად, კვლევამ მხოლოდ ერთ შემთხვევაში გამოავლინა დადებითი შედეგი:

„4 მუნიციპალიტეტში, ესენია ხელვაჩაური, ქობულეთი, მარტვილი და ბორჯომი, 1222 სისხლის ნიმუში იქნა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით აღებული და იქ განისაზღვრა ეგრეთ წოდებული იმუნოგლობულინი G-ის ანტისხეულები, რაც ნიშნავს, რომ იმუნოგლობულინი G კორონავირუსის წინააღმდეგ ჩნდება მაშინ, როცა ამ ადამიანს გადატანილი აქვს ინფექცია. 1222 ნიმუშში მხოლოდ ერთი ამოვიდა დადებითი მარტვილის რაიონში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, ამ მაჩვენებლით ინფექცია ქვეყანაში ინტენსიურად არ ცირკულირებს და საჭიროა შევინარჩუნოთ ის დაბალი მაჩვენებლები, რაც ამ პერიოდამდე გვაქვს.

დღეს დილით საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 2392-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1369. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG