Accessibility links

ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსის ბინაზე მკურნალობაზე გადასასვლელად ემზადება


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ უწყება თავისი გადადგმული ნაბიჯებით კორონავირუსის ბინაზე მკურნალობაზე გადასასვლელად ემზადება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ეს [კოვიდსასტუმროები] გარკვეულწილად არის შუალედური ეტაპი ჰოსპიტალურ და ბინაზე მკურნალობას შორის. როგორც მოგეხსენებათ, მთელ მსოფლიოში ბინაზე მკურნალობის პრაქტიკა აპრობირებულია. ჩვენ, რადგან გვქონდა შესაძლებლობა, ვარჩიეთ ჰოსპიტალური მართვა. კლინიკური გამოცდილება ბევრი დაგროვდა და დღეს უკვე შეგვიძლია, ვისაუბროთ ჰოსპიტლის გარეთ მართვაზე", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ბოლო ორი დღეა, 18-დან 65 წლამდე პაციენტები, რომლებსაც არ აქვთ ქრონიკული დაავადებები და ვირუსი მსუბუქი ფორმებით მიმდინარეობს, რამდენიმედღიანი დაკვირვების შემდეგ "კოვიდსასტუმროებში" გადაჰყავთ და კლინიკაში აღარ აყოვნებენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად 2 392 პირს დაუდასტურდა. მათგან 1 369 გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. ბოლო რამდენიმე დღეა, დღიურად ვირუსი 100-ზე მეტ პირს უდასტურდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG