Accessibility links

გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის საბჭოში ბელარუსის გარშემო სასწრაფო დებატები გაიმართება


გაეროს ადამიანის უფლებების საბჭო დათანხმდა, გაიმართოს სასწრაფო დებატები ბელარუსში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხზე. დებატები გაიმართება 18 სექტემბერს.

სასწრაფო დებატების გამართვის მოწოდებით გაეროს მიმართა ევროკავშირმა.

საბჭოს წევრი 47-დან 25-მა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა წინადადებას, მხოლოდ ორი ქვეყანა იყო წინააღმდეგი.

გაეროს უზენაესმა კომისარმა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, მიშელ ბაჩელეტმა, სესიის გახსნისას, 14 სექტემბერს განაცხადა, რომ ყველა ცნობა რეპრესიებზე, ძალის გადაჭარბებულ გამოყენებაზე, აქციების მონაწილეთა წამებასა და გატაცებაზე სათანადოდ უნდა იქნეს გამოძიებული და პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.

მისი თქმით, საზოგადოებრივი თანხმობის მისაღწევად ბელარუსში საჭიროა დიალოგი და რეფორმები.
წინა დღით, მინსკში, ოფიციალური მონაცემებით, დააკავეს ლუკაშენკას მოწინააღმდეგეთა მასობრივი გამოსვლის 500-მდე მონაწილე.

კვირის აქციაში დაახლოებით 100-დან 150 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG