Accessibility links

ნავალნის მდგომარეობა უმჯობესდება, ორი ლაბორატორია ადასტურებს "ნოვიჩოკით" მოწამვლას


ბერლინში განთავსებული საავადმყოფო, რომელშიც კრემლის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი მკურნალობს, აცხადებს, რომ პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება. პარალელურად, ორი დამოუკიდებელი ლაბორატორია ადასტურებს მტკიცებულებებს, რომ ის მოწამლული იყო "ნოვიჩოკის" ჯგუფში შემავალი ნერვული ნივთიერებით.

შარიტეს საავადმყოფომ 14 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ნავალნის წარმატებით მოხსნეს მექანიკური ვენტილაციის აპარატი და მან მცირე დროით საწოლიდან წამოდგომაც შესძლო.

ექიმებმა ნავალნი 7 სექტემბერს გამოიყვანეს ხელოვნური კომიდან და აცხადებდნენ, რომ მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა, უცნობი იყო რა გრძელვადიან შედეგებს დაუტოვებდა "მძიმე მოწამვლა" ოპოზიციის 44 წლის ლიდერს.

გერმანია რუსეთს მოუწოდებს ჩაატაროს გამჭვირვალე გამოძიება მოწამვლის საქმეზე, მას შემდეგ, რაც საფრანგეთის და შვედეთის დამოუკიდებელმა ლაბორატორიებმა დაადასტურეს ნავალნის "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნივთიერებით მოწამვლა.

აგვისტოს ბოლოს, ციმბირის ქალაქ ტომსკიდან მოსკოვისკენ მიმავალ თვითმფრინავში ყოფნისას, ნავალნი შეუძლოდ გახდა და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც თვითმფრინავმა საგანგაშო დაჯდომა განახორციელა ომსკში.

ომსკიდან ნავალნი ბერლინის კლინიკა „შარიტეში“ გადააფრინეს, სადაც გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ "ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულება" მიუთითებდა, რომ ნავალნი საბჭოთა ტიპის ნერვული აგენტით იყო მოწამლული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG