Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის „მასტერსს“ პირველი წრიდან გამოეთიშა


ნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული სეზონის განახლების შემდეგ ბოლო სამ თვეში მეექვსე თამაში ჩაატარა და მეექვსედ წააგო. მსოფლიოს რეიტინგში 32-ე ადგილზე მყოფი ქართველი ჩოგბურთელი ცინცინატის „მასტერსის“, ამერიკის ღია პირველობისა და კიცბიუელის ტურნირის მსგავსად, რომის „მასტერსსაც“ პირველივე წრიდან გამოეთიშა. ამ შეჯიბრებებამდე კი იყო ივლისის გერმანული საგამოფენო ტურნირი, ორი წაგებული მატჩით.

რომში ბასილაშვილი დღეს მსოფლიოს 47-ე ჩოგანს - იტალიელ ლორენცო სონეგოს -დაუპირისპირდა და კარგადაც დაიწყო - ოთხი გეიმის შემდეგ ორქულიანი უპირატესობით დაწინაურდა - 3:1. ამ მომენტიდან თამაშის ბოლომდე 28 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მხოლოდ ერთი ქულის აღება შეძლო მეტოქის თერთმეტი ქულის საპასუხოდ და საათსა და ოც წუთში დამარცხდა - 3:6 1:6.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG