Accessibility links

UNESCO: „მკვეთრად“ იზრდება ძალადობა ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც საპროტესტო გამოსვლებს აშუქებენ


UNESCO აცხადებს, რომ მიმდინარე წელს „მკვეთრად“ გაიზარდა ძალადობა ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც საპროტესტო გამოსვლებს აშუქებენ.

გაეროს კულტურული უწყების ანგარიშში, რომელიც 14 სექტემბერს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში მსოფლიოში გაიმართა მინიმუმ 21 საპროტესტო აქცია, რომელთა დროს სახელმწიფო უშიშროების ძალებმა ჟურნალისტთა უფლებები დაარღვიეს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ჟურნალისტების დევნის, დაპატიმრებებისა და ფიზიკური ძალადობის მატება არის „ნაწილი უფრო ფართო ტენდენციისა, პოლიციისა და უშიშროების ძალების მიერ ძალის უკანონო გამოყენების მზარდი ტენდენციისა უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში“.

უწყების თანახმად, რომელსაც ჟენევაში უდევს ბინა, 2015 წლიდან 2020 წლის ივნისის ბოლომდე პერიოდში მინიმუმ 10 ჟურნალისტი იქნა მოკლული საპროტესტო გამოსვლების დროს. ამავე პერიოდში აღირიცხა ჟურნალისტებზე თავდასხმებისა და მათი დაპატიმრების 125 შემთხვევა.

ჟურნალისტები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ სირიაში, მექსიკაში, ისრაელში, ნიკარაგუაში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, ნიგერიასა და ერაყში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG