Accessibility links

site logo site logo

ალექსეი ნავალნიმ ინსტაგრამში თავისი პირველი პოსტი გამოაქვეყნა მოწამვლის შემდეგ


რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსეი ნავალნიმ, საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე პირველი პოსტი გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს.

ფოტოზე გამოსახულია კლინიკა „შარიტეში“ მყოფი ნავალნი, მეუღლესა და შვილებთან ერთად.

„ჯერჯერობით არაფრის გაკეთება არ შემიძლია, მაგრამ გუშინ მთელი დღე თავად შევძელი სუნთქვა“, - წერს ალექსეი ნავალნი.

„შარიტეს“ საავადმყოფომ 14 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ნავალნის წარმატებით მოხსნეს მექანიკური ვენტილაციის აპარატი და მან მცირე დროით საწოლიდან წამოდგომაც შეძლო.

ნავალნი 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში გზად, თვითმფრინავში გახდა ცუდად და ომსკის საავადმყოფოში მოხვდა.

ომსკიდან იგი ბერლინის კლინიკა „შარიტეში“ გადააფრინეს. გერმანიის სამხედრო ლაბორატორიაში ჩატარებული ტესტის შედეგად, გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულება“ მიუთითებდა, რომ ნავალნი საბჭოთა ტიპის ნერვული აგენტით იყო მოწამლული.

კრემლმა ნავალნის მოწამვლას კატეგორიულად უარყო, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მას „უსაფუძვლო“ უწოდა 11 სექტემბერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG