Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ედისონ რისერჩის" გამოკვლევა: „ქართული ოცნება" - 38%, „ნაციონალური მოძრაობა" - 15%


ტელეკომპანია „ფორმულის" დაკვეთით კვლევითმა კომპანიამ „ედისონ რისერჩმა" ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, პასუხები კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები რომ დღეს ჩატარდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • „ქართული ოცნება" - 38%;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - „გაერთიანებული ოპოზიცია" - 15%;
  • „ევროპული საქართველო" - 6%;
  • „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი" - 4%;
  • „ლეიბორისტული პარტია" - 3%;
  • „ლელო" - 3%;
  • „პატრიოტთა ალიანსი" - 3%;
  • „გირჩი" - 3%;
  • „მოქალაქეები" (ალეკო ელისაშვილი) - 1%;
  • „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" - 1%.
  • 23% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემდა ხმას.

1%-ზე ნაკლებია შემდეგი პარტიების მაჩვენებელი: „გამარჯვებული საქართველო" (ირაკლი ოქრუაშვილი), „სამართლიანობისთვის" (ეკა ბესელია), „თავისუფალი საქართველო" (კახა კუკავა).

გამოკვლევა 25 აგვისტო - 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. გამოკვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2 850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.0%-ია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG