Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევაა


დღეს დილით საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სექტემბერში ახალი შემთხვევების დინამიკა ასეთია:

  • 1 სექტემბერი - 23;
  • 2 სექტემბერი - 38;
  • 3 სექტემბერი - 20;
  • 4 სექტემბერი - 28;
  • 5 სექტემბერი - 25;
  • 6 სექტემბერი - 29;
  • 7 სექტემბერი - 34;
  • 8 სექტემბერი - 45;
  • 9 სექტემბერი - 44;
  • 10 სექტემბერი - 57;
  • 11 სექტემბერი - 87;
  • 12 სექტემბერი - 158;
  • 13 სექტემბერი - 152;
  • 14 სექტემბერი - 165;
  • 15 სექტემბერი - 170;
  • 16 სექტემბერი - 196.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 2758-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 31 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1412.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

16 სექტემბრის დილის მონაცემებით:

  • კარანტინის რეჟიმშია 6633;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG